fbpx

გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ კომპანია ,,ვისოლის,, გენერალურ დირექტორს, ვასილ ხორავას უმასპინძლა

მიმდინარე წლის 24 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ კომპანია ვისოლის გენერალურ დირექტორს, ვასილ ხორავას უმასპინძლა.  შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, სტუმარს, სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა და ის გამოწვევები გააცნო, რომლებიც, სახელმწიფოსა და სამსახურის ერთობლივი ძალისხმევის მიუხედავად, ვეტერანთა წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა გადალხვაც მათი საზოგადოებაში მეტად ინტეგრაციის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯებესებლად უმნიშვნელოვანესია. საუბარი შეეხო აგრარულ სფეროში დასაქმებული ვეტერანების თანადგომას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების პროცესში. კობა კობალაძემ ისაუბრა სამსახურის მხარდაჭერით და გურიაში მცხოვრები ვეტერანების ინიციატივით გურიის რეგიონსა და ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ ვეტერან ფერმერთა ასოციაციაზე, მასში გაერთიანებული ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ვასილ ხორავამ ღრმა პატივისცემა გამოხატა ვეტერანების მიმართ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ვეტერანთა თანადგომა არა მხოლოდ სახელმწიფოს, ცალკეული ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქის ღირსების საკითხია და მოვალეობაა მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ამიტომ, კომპანია ვისოლი, აქტიურადაა ჩართული ‘’დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის’’ მუშაობაში და  თავისი წვილილი შეაქვს ვეტერანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესაბასა და მათ რეაბილიტაციაში: ‘’ბუნებრივია, ვეტერანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უპირველესია, თუმცა, იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო 30 წელია, საკუთარი სიცოცხლის, სისხლისა და ოფლის ფასად, ჩვენი ქვეყნის მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიას ქმნიდნენ, მეტი თანადგომა სჭირდებათ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის, მათი ცნობადობის ამაღლებისა და იმ  სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც მათ წინაშე ყოველდღიურად დგას და რომელთა გადაჭრაც, არსებითად მნიშვნელოვანია. ჩვენ,საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თანამებრძოლები უნდა ვიყოთ ამ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლასა და ვეტერანების მხარდაჭერაში, ყველანი ერთად კი_ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობის პროცესში,’’_ განაცხადა ვასილ ხორავამ.📍📍კობა კობალაძემ, ვასილ ხორავას და კომპანია ვისოლს ვეტერანების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა  თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი, საინტერესო პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.📍📍შეხვედრას,ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე,  სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე და ’’ვეტერან ფერმერთა ასოციაციის’’ პრეზიდენტი, გიორგი არველაძე.#ვეტერანები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება