fbpx

გელა ზედელაშვილი მაკა რაზმაძეს:ბოდიშები იქით გაქვთ მოსახდელი, სხვას ნუ სთხოვთ!

“თითქოს ჩემი საქმე არ არი, მაგრამ არი!
😆
თურმე, მაკა რაზმაძე ნიკოლოზ მჟავანაძისგან ვეებერთელა ბოდიშს ელოდება!
მიზეზი?
მის გადაცემაში ბატონმა გრიშა ონიანმა ნამეტნავად ხმამაღლა განაცხადა, ბადრი შუბლაძის დედაც და მაკას დედაცო… მე შევამოკლე, მან სრულად თქვა.
🤓
რამ გააბრაზა ბატონი გრიშა?
ამას წინებზე დაბადების დღე ჰქონია, მაკას დაურეკავს, სტუდიაში მოდი, თან შენი ,,დაბიდუბი” აღვნიშნოთ, თან ბადრი შუბლაძე უნდა შემოგირიგოო.
ეს გადაირია, რა მჭირს სამაგისო, ჩემი დაბადების დღე ბადრისთან ერთად აღვნიშნოო?!
მართალია ეს კაცი… თავმოყვარე ადამიანმა თავისი ბედნიერი წუთები ბადრისთან რატომ უნდა გაატაროს?
😆
მაკა, ჩემო ძვირფასო!

ახლა რომ ნიკოლოზ მჟავანაძისგან ითხოვ ბოდიშის მოხდას იმის გამო, ბატონმა გრიშამ რათ გამომლანძღაო, მაგ ,,ლოღიკით” მე რატომ არ მომიბოდიშე, როცა შენს გადაცემაში შენმა დაქალმა ელისტრაკო კილაძემ იოსებ გოგაშვილის აგენტად გამომაცხადა?!

ჰა, გეკითხები და… თუ გინდა, ნუ მიპასუხებ: შენ რატომ არ მოუხადე ბოდიში იმ ადამიანებს, ელისტრაკომ მათი სახელები ტალახში რომ ამოსვარა? უფრო სწორად, ტალახში ამოსვრა რომ მოინდომა?!
ან კი მაშინვე რატომ არ გააპროტესტე, უკმაყოფილება რატომ არ გამოთქვი? შენ პირიქით მოიქეცი, ელისტრაკოს მოუწოდე, მაგ ადამიანებს ნუ დავემსგავსებით, იგივეს ნუ გავაკეთებთო!
🤓
მე და აგენტი?
ჰა, ჰა, ჰა!
თანაც ვინმე იოსებასი?
არც გაატრაკოთ!
😆
ჰოდა, იმას ვამბობდი, ჩემო ძვირფასო მაკა, შენს ეთერში რომ შეურაცხმყავით და სხვა ადამიანებიც რომ შეურაცხყავით, ბოდიში მოგვიხადეთ? ან მეორე, ან მესამე, ან მეათე დღეს მაინც დაგვირეკეთ და გვითხარით, ხალხო, თქვენზე ესა და ეს ითქვა, მოდით, საზოგადოებას აუხსენით, რა ხდება, ეს ,,ტრიკოტაჟა” რეებს ლაპარაკობსო?
თქვენმა ე.წ. ტელევიზიამ ყველაფერი ისე გაატარა, ვითომც არაფერი!
არა, გენაცვალე, ,,ვითომც არაფერი” არ გამოვა, ვერც ვერაფერს გაატარებთ, ბოდიშები იქით გაქვთ მოსახდელი, სხვას ნუ სთხოვთ!
😆
რა, არ ვთქვი ახლა სრული სიმართლე, ბატონო კუკური”?!-წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება