fbpx

გახარია მოიქცა როგორც სახელმწიფო მოღვაწე-მეთიუ ბრაიზა

გახარია მოიქცა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე“
– ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა.
ბრაიზას თქმით, გახარიამ გადადგომით სწორი ნაბიჯი გადადგა.
„მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური გადაწყვეტილებაა. იგი გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან, ზუსტად იმიტომ, რომ არ დაეთანხმა წამყვანი ოპოზიციური ფიგურის დაკავებას და პოლიტიკური პარტიის შტაბ-ბინაზე შტურმს. ასეთი რამე (ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება და შტურმი პარტიის ოფისზე) დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება და გახარიამ გადადგომით სწორი ნაბიჯი გადადგა. სწორია იმის თქმა, რომ თუ უნდა იყოს თავისუფალი და ღია არჩევნები მე მხარს დავუჭერ ამ კონტენტს, – ეს უნდა გააკეთოს პოლიტიკოსმა. მან გვანახა, რომ იქცევა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე“, – განაცხადა ბრაიზამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება