fbpx

გახარია ვერ იტანს გომელაურს, კალაძეს ვერ იტანს ლილუაშვილი, ყველას ერთად, ადამიანებად არ თვლის ივანიშვილი-გიგი უგულავა

ჩვენ ვლაპარაკობთ ვითომ ერთიან ხელისუფლებაზე, სადაც გახარია ვერ იტანს გომელაურს, კალაძეს ვერ იტანს ლილუაშვილი, ყველას ერთად, ადამიანებად არ თვლის ივანიშვილი, კობახიძე ნახევარი უმრავლესობისთვის გულყრას იწვევს და ეს ხშირად ღიად ჩანს. ასე რომ, ასეთი ადამიანებისგან საუბარი არც მწყინს, იმიტომ რომ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს.

ჩვენ ამ რვა წლის განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, მაგალითად გაუთლელი თავდაცვის მინისტრი როგორ ლანძღავდა გუნდის წევრ, ირაკლი ალასანიას. ამ ადამიანებმა არც გუნდურობა იციან, არც მეგობრობა, არც საჯარო პატივისცემა და თუ საჭიროა არც ნორმალური და საქმიანი კრიტიკა არ იციან“, – განაცხადა უგულავამ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares