fbpx

გახარიას მიერ ოცნებაში შემოგდებული ნაცების სიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ჯერ ველოდები მის “პარტიას”-დიმიტრი სამხარაძე

,,ქართლი ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე-

არ არსებობს, პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გრძელვადიანი პერსპექტივის სურვილი და დებიუტი დაიწყოს თვითმმართველობის არჩევნებზე. გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ აქვს მიზანი, რომელიც სხვის ინტერესებს ემსახურება!!!მარტივად აგიხსნით 🙌🏼მიშელის შეთანხმების ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის შესაბამისად, თუ ქართული ოცნება ვერ გადალახავს 43%-ს, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ❗️ გავყვეთ ფაქტებს!

•საფრანგეთისკენ დაძრულმა გახარიამ პოლიტიკაში დარჩენა, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 43%-იანი ბარიერის შესახებ შეიტყო;

•გახარიას დაჯგუფების წევრებმა ჭორები დაყარეს, თითქოს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ოცნება2 იქმნებოდა;

•დაიწყეს კონტაქტი ოცნების აქტივთან, ბიზნესმენებთან, ცნობილ საზოგადოებასთან და ატყუებდნენ მათ, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტის მიხედვით, ქმნიან მესამე ძალას, რომლითაც ასრულებენ ნაცებს 😂;რეალურად, გახარიას რეინკარნაციის გეგმა, სრულად, ნაცების მამების შექმნილი პროექტია! რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ოცნებამ როგორმე ვერ აიღოს 43%, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა გადავიდეს ქაოსის\დაპირისპირების რეჟიმში და რუსულ-ნაცურ ოპოზიციას შანსი მიეცეს, მიისაკუთრონ სახელმწიფოს მმართველობა!!!

შემთხვევითი არ არის, რომ ამ გეგმის მთავარი ნაწილი გახარიაა! ოცნების მხარდამჭერებში ნამდვილად იყო რეიტინგული! თითოეული ოცნების აქტივისტის დამსახურებაა, მისი რეიტინგის ზრდა, 20 ივნისის შემდეგ, როდესაც მას ყველა ლანძღავდა (21 ივნისის ნიშნულზე დაბრუნება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს 😉). ზუსტად ასეთი პიროვნების, ნებისმიერი ხერხით ჩაბმა აწყობდათ ნაცებს, რომელსაც შემოაგდებდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე, გაყოფდნენ ოცნების ხმებს და მიაღწევდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ❗️❗️❗️როგორ შეეძლოთ ნაცებს გახარიას ჩაბმა? ბოლო პერიოდში, ოცნების მხარდამჭერების მხრიდან გახშირდა კრიტიკა, თუ რატომ ინიშნებოდნენ სხვადასხვა დიდ თანამდებობებზე ნაცები! გვქონდა ეგ პრობლემა, ვაღიარებ და აქვე ავხსნი! შსს მინისტრობის დროს, გიორგი გახარიას სიტყვებია – “მე არ მაინტერესებს რომელიმე პარტია, მჭირდება მენეჯერები, რომელსაც ვენდობი” და როდესაც პრემიერი გახდა თავისი სიტყვების შესრულება დაიწყო! ამ თემასთან დაკავშირებით, შიგნით დიდი დაპირისპირება გვქონდა!

რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს? მისი აბსოლუტური გარემოცვა ნაცების დროინდელი დიდი რანგის ჩინოვნიკები არიან, რომლებსაც დღესაც მეგობრული და ნათესავური კავშირები აქვთ ერთმანეთთან! კეზერა გიკვირთ? 🤦🏻‍♂️😂კეზერა მხოლოდ საფულეა! ნაცების მხრიდან გახარიაზე გავლენის მოხდენა არც ისე რთული იყო 🙌🏼 მის მიერ ოცნებაში შემოგდებული ნაცების სიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ჯერ ველოდები მის “პარტიას” 😉 ისე რომ იცოდეთ, ეს მეორე გეგმა იყო ნაცების! პირველშიც ჰქონდათ გათვალისწინებული გახარიას ფაქტორი და გეგმავდნენ სახელმწიფოს ჩამოშლას, ამის შესახებ მოგვიანებით მოგიყვებით 🙏🏻 ოპერაცია, გახარიათი ოცნებას ხმები დავაკლოთ, ჩაგივარდათ 💖 ADIOS

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება