fbpx

გასაგებია ქალბატონი ელჩის პირადი გრძნობები იმ დესტრუქციული პოლიტიკური ძალისა, თუ პოლიტიკაში შეჭრილი არასამთავრობო სექტორის მიმართ

ანალიტიკოსი გია გაბრიჭიძე კელი დეგნანის ინტერვიუს სოციალური ქსელით ეხმიანება.

როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, დღეს ქალბატონმა აშშ ელჩმა საზოგადოების გაზრდილი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გააკეთა.
დიახ, სწორედაც რომ “გააკეთა”.
პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართული საზოგადოება სამწუხაროდ (დიახ, სწორედაც რომ სამწუხაროდ”) ამ წლების განმავლობაში არა მხოლოდ მიეჩვია მსგავს დიპლომატიურ ბლა-ბლა-ბლას, არამედ იმდენად გაიზარდა, რომ მისი მოტყუება, თემის “გადაფუთვა” ფაქტობრივად შეუძლებელია.
რა კორუფციასთან ბრძოლა და რის სასამართლო რეფორმა?
ყველა საერთაშორისო კვლევებით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა და სასამართლო რეფორმის დეგნანისეული ვარიანტი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მაგალითზე ძალიან კარგად ვნახეთ.
გასაგებია ქალბატონი ელჩის პირადი გრძნობები იმ დესტრუქციული პოლიტიკური ძალისა, თუ პოლიტიკაში შეჭრილი არასამთავრობო სექტორის მიმართ, მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ხედავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის და ამერიკელი ამომრჩევლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.
ხედავს იმასაც, რომ ეს დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდება ქალბატონი დეგნანის დამოკიდებულებისგან.
ამ ე.წ. ვრცელმა ინტერვიუმ, ფაქტობრივად ყველა შეკითხვას პასუხი გასცა და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელებიც მალე ჩადგებიან საქმის კურსში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება