fbpx

გარეჯის საქმეზე დაცული საარქივო მასალა დავით კეზერაშვილის ბრძანებით განადგურდა- დიმიტრი ლორთქიფანიძე

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე პარლამენტის ყოფილ წევრს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს კითხავენ.

როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში დაცული საარქივო მასალა უშუალოდ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრძანებით განადგურდა.

“საკითხი, რომელიც უკავშირდება მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში არსებული დაცული საარქივო მასალის განადგურებას და იქ არსებული იზოგიფსებიანი პლანშეტები, ასევე მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა დავით კეზერაშვილის უშუალო ბრძანებით იქნა გატანილი და განადგურებული,” – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 1938 წლის რუკის განადგურების მიზნით გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა, არსებობს ვარაუდი, რომ კვალი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებამდე მიდის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება