fbpx

გარემოს დაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით,გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების კუთხით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესოლომონ პავლიაშვილმა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის(AKIS) მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფსსოფლის მეურნეობაში დაინტერესებული მხარეებისთვის ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას და ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმების დანერგვას.შეხვედრის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა დააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი დააგრარული განათლების ხელშეწყობა პროფესიული უნარების, პროფესიულიმომზადება/გადამზადებისა და ექსტენციის სისტემების გაძლიერების გზით.ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზაშავაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი ელენე ცხაკაია,გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზებასაქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“    კოორდინატორი თამარ სანიკიძე დამოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“   ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციონისტები სოფლისა დასოფლის მეურნეობის ექსტენციის მიმართულებით გადამზადდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება