fbpx

 გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები, 20 მარტს ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ

 გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები, 20 მარტს ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ.

 უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, წელს აზერბაიჯანული დღესასწაული საზეიმოდ არ აღინიშნა.

 ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 50 სოციალურად დაუცველ აზერბაიჯანულ ოჯახს, სურსათი და ტკბილეული გადაეცა.

 ნოვრუზ ბაირამი, გარდაბანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პირადად მიულოცეს.

 „ჩემს მეგობარ და თანამოძმე აზერბაიჯანელებს ვულოცავ, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს. მშვიდობას, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“- დავით კარგარეთელი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება