fbpx

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს, ოცდაორი სოციალური პროგრამის განხორციელებისთვის, ბიუჯეტიდან 3, 221, 000 ლარს დახარჯავს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს, ოცდაორი სოციალური პროგარმის განხორციელებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3, 221, 000 ლარს დახარჯავს.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე გვქონდეს დროული რეაგირება. როდესაც მოქალაქე მოგვმართავს საოპერაციო ხარჯის ანაზღაურების, მატერიალური დახმარების, მედიკამენტების დაფინანსებისა და სხვა სოციალური საჭიროებებისთვის, მერია მზად უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქის დახმარებისთვის. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს სოციალური პროგრამების უზრუნველყოფისთვის გავზარდეთ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ბიუჯეტი, რათა არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს გადაუდებელი საჭიროების მიღმა“- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელიცნობისთვის, 2021 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ დააკმაყოფილა 7 299 განაცხადი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2, 327, 370 ლარი გაიწერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება