fbpx

გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა აიპ “სუფთა ქალაქში” დასაქმებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, მოადგილეებთან ერთად ააიპ “სუფთა ქალაქში” დასაქმებულ ქალბატონებსა და სოფელ ქესალოში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. “ქალების როლი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ქალთა საერთაშორისო დღე, მივოლოცეთ ქალბატონებს, რომლებიც 20 წელზე მეტია ჩვენი ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ. 8 მარტი, ასევე მივულოცეთ სოფელ ქესალოში მცხოვრებ 104 წლის უხუცეს ქალბატონს. ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ ქალბატონს”-დავით კარგარეთელი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება