fbpx

გარდაბანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

გარდაბანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას
გარდაბნის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქ.გარდაბანში
და სოფელ ნორიოში არსებული მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირთა მემორიალები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, საკრებულოს
თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
დღესვე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი მეორე მსოფლიო
ომის ვეტერანს, 101 წლის ილარიონ ოთარაშვილს სახლში ეწვია და ფაშიზმზე
გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.
„მინდა ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე, განსაკუთრებით ომის
ვეტერანებს, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი
ყოველდღიური მოვალეობაა. ამ გამარჯვებისთვის საქართველომ უდიდესი
მსხვერპლი გაიღო, 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
მადლობა მათ თავგანწირვისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის.“- გარდაბნის
მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.
გავრცელებული ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის
მუნიციპალიტეტის მერია,  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – 1 000 ლარი, ხოლო
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს – 500 ლარი და სასურსათო ნობათები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე
გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები
ერთჯერადად 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის
წევრები – 500 ლარს მიიღებენ.
განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი
უკვე მოაწერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება