fbpx

გან­გა­შის ზარია შე­მო­საკ­რა­ვი ძაღ­ლებ­ში, ქუ­ჩა­ში, გა­მოჩ­ნდა ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი-ამირან გამყრელიძე

ცოტა გან­გა­შის ზარი შე­მო­საკ­რა­ვია იმი­ტომ, რომ ძაღ­ლებ­ში, ქუ­ჩა­ში, თბი­ლის­ში გა­მოჩ­ნდა ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი , – ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ცოფი 100%-ით სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბაა, ერთი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბაც კი სა­გან­გა­შო ხდე­ბა.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ ცოფი არის 100%-ით სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბა და მისი ერთი შემ­თხვე­ვაც ჩვენ­თვის გან­გა­შია ხოლ­მე. სამ­წუ­ხა­როდ, შარ­შან გვქონ­და ერთი შემ­თხვე­ვა ცო­ფის, რო­მე­ლიც იყო ადა­მი­ან­ში, რო­მე­ლიც იყო ჩვენ მიერ, სამ­წუ­ხა­როდ, არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვა.

შარ­შან­წინ გვქონ­და-2 შემ­თხვე­ვა, იმის წინ – 2015, 2016, 2017 წლებ­ში არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია და ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვა იყო და მად­ლო­ბას ვუხ­დი­დი ჩვენს კო­ლექ­ტივს, NCDC-მ სე­რი­ო­ზუ­ლი როლი ითა­მა­შა მა­შინ ამ სა­კი­თხში, ისე­ვე რო­გორც რა­დი­ო­ლო­გებ­მა და, რა თქმა უნდა, მთელ­მა სის­ტე­მამ.

წელს ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთი შემ­თხვე­ვა ადა­მი­ან­ში ჰიდრო­ფო­ბი­ის არ გვაქვს, მაგ­რამ ერთ-ერთ ჩემს გა­მოს­ვლა­ში აღ­ვნიშ­ნე, რომ ცოტა გან­გა­შის ზარი შე­მო­საკ­რა­ვია იმი­ტომ, რომ ძაღ­ლებ­ში, ქუ­ჩა­ში, თბი­ლის­ში გა­მოჩ­ნდა ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი. ახა­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა მო­ვამ­ზა­დეთ ამის­თვის ჩვენ, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა და იმე­დია, რომ მას მალე მი­ე­ცე­მა მსვლე­ლო­ბა, რათა სამ­მა მთა­ვარ­მა უწყე­ბამ – ჯან­დაც­ვამ, ვე­ტე­რი­ნა­რი­ის უწყე­ბამ და ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ვა­კონ­ტრო­ლოთ ეს სა­კი­თხი“, – გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება