fbpx

გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართსაჯულების პროექტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსი (https://worldjusticeproject.org).

საქართველო
✅ პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის,
✅ უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს,
✅ უსწრებს ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას,
✅ უსწრებს ნატოს წევრ 5 ქვეყანას.

აქვე გავიხსენოთ, რომ
✅ საქართველო მსოფლიოში პირველია ღია ბიუჯეტის რეიტინგში (შესაბამისად, უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას),
✅ კორუფციის დაბალი დონით უსწრებს ევროკავშირის წევრ 9 ქვეყანას და ნატოს წევრ 11 ქვეყანას.

უკვე მერამდენედ ფაქტები ამარცხებენ აღქმებს; და უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში.

ნიშანდობლივია, რომ ივნისში, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაისვა კითხვა – საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას – ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აწია თანხმობის ნიშნად ხელი.

❗️მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის (WJP) ეს რეიტინგი რამდენიმე საფეხურიანი კვლევის შედეგად დგება:
▪️ორგანიზაცია ატარებს ქვეყნებში ექსპერტების და მოსახლეობის გამოკითხვას,
▪️კვლევის მეთოდოლოგიას ამოწმებს ევროკავშირის კომისიის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით
▪️კვლევის შედეგების ვალიდურობას ამოწმებს სხვა წამყვან რეიტინგებთან შედარებით (ფრიდომ ჰაუსის მსოფლიო თავისუფლების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვრივალობის კორუფციის აღქმის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, აშშ-ის ადამიანის უფლებების ანგარიში, ამნესტი ინთერნეიშენალის და სხვა მსგავსი ანგარიშები).

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება