fbpx

გაეროს წარმომადგენლები დედოფლისწყაროში

გაეროს განვითარების პროგრამის ,,სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ საერთაშორისო კონსულტანტი კრისტიან ბუნიონ დე მორეტა და ამავე ორგანიზაციის ადგილობრივი კონსულტანტი ალექსანდრე შახნაზაროვი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს , ნიკოლოზ ჯანიაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნუგზარ პაპიაშვილს შეხვდნენენ.

,,სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ ევროკავშირის მიერ ENPARD 3-ის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებას, დანერგვას და სოფლის განვითარების სფეროში წარმატებული პრაქტიკის დანერგვას.

კრისტიან მორეტა საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა,

აღინიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD 3 -ის, ნაწილია და ის საქართველოს მთავრობის უშუალო ჩართულობით და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოში განხორციელებული თითოეული პროექტი ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს .

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება