„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საერთაშორისო ლიდერებიგლობალური მშვიდობის სტიმულირებისთვის თბილისში შეკრიბა“ -AssociatedPress

2024 წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავღონისძიებას, თემატიკით: „ტურიზმი და მშვიდობა“, პირველად უმასპინძლა. ამმოვლენას მსოფლიო პრესა ეხმაურება.თბილისში გამართული გლობალური ღონისძიების შესახებ გავლენიანი ამერიკულიგამოცემის Associated Press-ის ჟურნალისტი, კლაუდია საფონტი, წერს:„საქართველომ დღის სინათლეზე გამოიტანა ტურიზმისა და მშვიდობის საკითხი,მასშტაბურმა ღონისძიებამ სხვადასხვა დარგის და სფეროს მსოფლიო ლიდერებიერთ წერტილში მოაქცია, რათა მათ გამოეკვეთათ ტურიზმის, როგორც მშვიდობისკატალიზატორის, კულტურული ურთიერთგაგებისა და მდგრადი განვითარებისფუნქცია.“გამოცემის ინფორმაციით, საქართველომ ღონისძიების ფარგლებში 472 მონაწილეს51 ქვეყნიდან უმასპინძლა.Associated Press-ს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურიმდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ციტატა მოჰყავს: „ტურიზმი მეტია, ვიდრეუბრალოდ ეკონომიკა. ტურიზმის საშუალებით შესაძლებელია ხალხთა შორისურთიერთთანხმობის გაღრმავება და საბოლოოდ, ჰარმონიული თანაარსებობისმიღწევა. წელს ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ როგორ შეუძლია ტურიზმს თავისი წვლილიშეიტანოს კონფლიქტების მოსაგვარებლად და დაძაბულობის ასაცილებლად“,-აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.Associated Press-ის ინფორმაციით წლევანდელი ტურიზმის დღის ღონისძიებაორიენტირებული იყო კერძო სექტორის როლზე მშვიდობის ხელშეწყობად მდგრადიტურიზმის განვითარების საშუალებით.მსოფლიო ტურიზმის დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 1979წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

https://apnews.com/press-release/ez-newswire/tbilisi-hospitality-and-leisure-industry-3ce8e6cad2db7f69bbaaf62d15a5dc26

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება