fbpx

გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ კანონის გაწვევით, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო-ირაკლი ღარიბაშვილი

გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ კანონის გაწვევით, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„ამით ჩვენ ერთის მხრივ ვაჩვენე, რომ არავის არ მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორეს მხრივ, ვიცოდით რა მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, შეიძლება თავადვე მოეკლათ რამდენიმე ახალგაზრდა, ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასს – ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობასა და „არა ომის პოლიტიკას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება