fbpx

გაგა მკურნალიძე მაგარი გარეწარია, მაგრადაც გულაობს

საინფორმაციო სააგენტო “for.ge”-ის მთავარი რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი ციხის ყოფილი თანამშრომლის, დამნაშავე გაგა მკურნალიძის აღზევებაზე სოციალურ ქსელში წერს.

“გაგა მკურნალიძე მაგარი გარეწარია, მაგრადაც გულაობს და მაგრადაც მესმის აქაური საზოგადოების პროტესტი. ცხადია, ვუერთდები კიდეც ამ პროტესტს, მაგრამ იმაზე რას ფიქრობთ, იგივე საზოგადოება ამ სივრცეში პატარა და საშუალო გარეწრებს ზოგს მაკიაჟს რომ უწონებს, ზოგს ბინის ინტერიერს და ზოგსაც მწვადის შეწვის ტექნოლოგიას?
ყველამ საკუთარ “ფრენდ-ლისტს” გადახედოს, საკუთარ გულში ჩაიხედოს და შემდეგ საკუთარ თავს კითხოს: “აი, იმ გარეწარს და იმ ნაძირალას დაბადების დღეები რომ მივულოცე, იქნებ ჯობდა, ჩვენი ქვეყნისთვის მათი დაბადება მიმესამძიმრებინა?”

წერს გიორგი იაკობაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება