fbpx

გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში, გაბაშვილის ქუჩაზე, 2 200 კვადრატულ მეტრზე ასფალტის
ორფენიანი საფარი იგება.
მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა ჩუღურეთის
რაიონის გამგებელთან დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 21 508 კვ.მ ფართობზე,
რისთვისაც 1 333 340,73 ლარი დაიხარჯა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება