fbpx

ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე- ჩვენ ვკონცენტრირდებოდით რუსეთზე, არ გვინდოდა მისი პროვოცირება და რუსეთი ახალი აგრესიისკენ წაგვეყვანა, ამით ჩვენ ახალგაზრდა ქვეყნების სუვერენიტეტს ეჭვქვეშ ვაყენებდით

„არ გვინდოდა რუსეთის პროვოცირება, ჩვენ არ გვინდოდა რუსეთი ახალი აგრესიისკენ წაგვეყვანა და ამით ჩვენ ახალგაზრდა ქვეყნების სუვერენიტეტს ეჭვქვეშ ვაყენებდით,“- ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როტიმ ერთ-ერთ გერმანულ არხზე განაცხადა.

“ძალიან დიდხანს აღმოსავლეთ ევროპა იყო „ტერა ინკოგნიტა“ [უცნობი ტერიტორია]. ეს იყო პუტინის გავლენის სფერო, სადაც ჩვენ უბრალოდ არ ვერეოდით, ამას ვისმენთ მათ შორის ამ დრომდე. ჩემი პარტია იყო გერმანული საზოგადოების სარკე, როდესაც საქმე აღმოსავლეთ ევროპას ეხებოდა, ჩვენ ძალიან ვკონცენტრირდებოდით რუსეთზე, არ გვინდოდა რუსეთის პროვოცირება, ჩვენ არ გვინდოდა რუსეთი ახალი აგრესიისკენ წაგვეყვანა და ამით ჩვენ ახალგაზრდა ქვეყნების სუვერენიტეტს ეჭვქვეშ ვაყენებდით, თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ის რაც გინდათ, მაგრამ თუ თქვენ ევროპაზე ორიენტირდებით, ჩვენი უსაფრთხოების კავშირის წევრები გინდა გახდეთ, მაშინ ჩვენ იძულებულები ვართ სამწუხაროდ თქვენ უარი გითხრათ. ეს უკვე ჩავლილია.“-განაცხადა მიხაილ როტიმ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება