fbpx

ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, რუსეთი, დიდი ალბათობით, ბახმუტის ცენტრისკენ დაწინაურდა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც მასში წერია, რუსეთმა, როგორც ჩანს, ბახმუტში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.

კერძოდ, მათი ცნობით, რუსული ძალები, დიდი ალბათობით, ბახმუტის ცენტრისკენ დაწინაურდნენ და მდინარე ბახმუტკას დასავლეთ სანაპირო დაიკავეს.

მათივე შეფასებით, არსებული სიტუაციის გამო, ქალაქის დასავლეთით, შეიარაღებული ძალების მიწოდების ძირითადი მარშრუტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იქნება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება