fbpx

ბრიტანელმა პროფესორმა სტივენ ქეიპიმ “ევროპის უნივერსიტეტში” ტრენინგები ჩაატარა

ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდებში ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგები 2-6 აპრილის პერიოდში მიმდინარეობდა და მას დიდი ბრიტანეთის სვონსის უნივერსიტეტის პროფესორი, სამედიცინო განათლების ექსპერტი სტივენ ქეიპი უძღვებოდა.

პროფესორმა სტივენ ქეიპიმ “ევროპის უნივერსიტეტის” ლექტორებს დიდი ბრიტანეთის წამყვანი სამედიცინო სკოლების საუკეთესო პრაქტიკა და სამედიცინო განათლების უახლესი მიდგომები გააცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება