fbpx

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ახალი ვირუსი ადამიანებში 2019 წლის ბოლოს გაჩნდა

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ახალი ვირუსი ადამიანებში 2019 წლის ბოლოს გაჩნდა და ინფიცირების პირველი შემთხვევის შემდეგ ძალიან სწრაფად გავრცელდა, -ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ეს გამორიცხავს ყველა სცენარს, რომლის მიხედვითაც SARSCoV-2-ი აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე ტრიალებდა მოსახლეობაში. ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვირუსი ადამიანებში 2019 წლის ბოლოს გაჩნდა. ჩვენ ამაში ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად დარწმუნებულები ვართ,“- განაცხადა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკის ინსტიტუტის მკვლევარმა ფრანსუა ბოლუმ.

მისივე განმარტებით, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უფრო უარესდება.

„ვირუსი სწრაფად ვრცელდება და იცვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უარესდება,“- აღნიშნა მეცნიერმა.

კვლევის ფარგლებში გენეტიკური ანალიზი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 7 600-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება