ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობისსერვისი განახლდა.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა, აღნიშნული მიზნად ისახავს ვიზიტორთათვის გადაადგილებისკომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა დამდგრადი გადაადგილების პრაქტიკის დანერგვას.მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება.„ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და სპეციალური საჭიროების მქონეპირთათვის გათვლილი ელექტრომობილი უზრუნველყოფს კომფორტულგადაადგილებას, რაც ბაღის უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთებსა და ისტორიულიღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ხელმისაწვდომს ხდის ყველა სეზონზე.ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღისსივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთატრანსპორტის პოპულარიზაციას“, – განაცხადა მერმა.მისივე თქმით, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულპრიორიტეტს მისი ტურისტული პოტენციალის განვითარება წარმოადგენს,შესაბამისად, ბაღი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას აღნიშნულიმიმართულებით და სამომავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზემუშაობს.ამასთან, მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღისხელმძღვანელობას გაწეული შრომისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება