fbpx

ბონდო მძინარაშვილი- რა ვუყოთ იმ 1 მილიონ ამომრჩეველს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია?

 ბონდო მძინარაშვილი ,ჟურნალისტი-ხალხს რევოლუციის უფლება აქვს, მაგრამ უნდა უნდოდეს რევოლუცია. რა ვუყოთ იმ 1 მილიონ ამომრჩეველს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია? შეინარჩუნებენ კი არა, მეტსაც გეტყვით, ამ 4 წელიწადში პოლიტიკური პარტიები სულ  ნაწილ-ნაწილ შევლენ პარლამენტში. ყველა პოლიტიკურ პარტიაში არიან დეპუტატების კანდიდატები, რომლებმაც კონკრეტული ფული გადაიხადეს იმისთვის, რომ პარტიულ სიაში ყოფილიყვნენ და ასე იყო ყოველთვის. ის ადამიანი იტყვის: მე ფული გადავიხადე, რომ ვიყიდო მანდატი, შენ ხარ ჩემი გამტარი, მაკლერი ხარ, გაძლევ ფულს და გეუბნები, წადი და მომიტანე ეს მანდატი. შენ მპასუხობ, რომ იცი რა არის, მე კი ავიღე შენგან ფული, მაგრამ ამ მანდატს ვერ მოგიტან, რადგან ჩემი პოლიტიკური მიზნები მაქვსო? მე არ მაინტერესებს ეს, მე ფული გადაგიხადე ჩემთვის მანდატის მოტანაში… ეს ადამიანები, ადრე თუ გვიან მოითხოვენ ამ მანდატებს,წყარო ,,ალია,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება