fbpx

ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში დაირგო 91 471 ძირი ხე და ბუჩქი

ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში დაირგო 91 471 ძირი ხე და ბუჩქი, მილიონ ძირზე მეტი სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილი; რეაბილიტირდა არაერთი პარკი და შადრევანი; მოეწყო და გამწვანდა გზაგამყოფი კუნძულები; ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია; განხორციელდა ფიტოსანიტარიული კვლევა და შეიწამლა 337 977 მწვანე ნარგავი; მტკვრის ორივე სანაპიროს დაუბრუნდა თბილისის მშვენება-ჭადრები; აღმაშენებლის გამზირს ნეკერჩხლის ხეები ამშვენებს…
თბილისს დიდი პოტენციალი აქვს, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და იგი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება