fbpx

ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი
ყვავილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა შეამკო.
მემორიალთან ასევე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი
ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ გადაიხადა. ბოლნისის
კულტურის სახლის შემოქმედებითი წრეების მიერ შესრულდა 9 აპრილის
მოვლენებისადმი მიძძღვნილი მცირე პერფორმანსი.
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა
არმიამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია.
აღსანიშნავია, რომ 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელში, 1991 წლის 9
აპრილს, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიღებულ იქნა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
,,დღეს პატივი მივაგეთ და გავიხსენეთ 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის
დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს. 9 აპრილმა,
ფაქტობრივად, განსაზღვრა საქართველოს მომავალი და ის იდეალები, რომელზეც ჩვენ
განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. თითოეული ჩვენგანის ვალია
არ დავივიწყოთ 9 აპრილის მოვლენების გმირები და მათ სათანადო პატივი მივაგოთ,
სწორედ ჩვენი ეროვნული გმირების დამსახურებაა ის, რომ დღეს თავისუფალ
საქართველოში ვცხოვრობთ“,- გამაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება