ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს შეუერთდა


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, მოადგილე თურალ
ვალიევთან და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს იროდი უგრეხელიძესთან
ერთად, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და
მათ საჩუქრები გადასცა.
ალექსანდრე ზაბახიძემ მოადგილესთან ერთად დღის ცენტრი დაათვალიერა, არსებულ სიტუაციას
გაეცნო და ბენეფიციარებს გაესაუბრა.
საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან
ფუნქციონირებს და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს
სთავაზობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება