ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და Pascal STEAM Community-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რობოტიკისა და პროგრამირების კურსი დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 3 თვისგანმავლობაში პროფესიონალ გუნდთან ერთად შეესწავლათ რობოტექნიკის,ელექტრონიკისა და პროგრამირების საფუძვლები, რაც სამომავლოდ მოსწავლეებსციფრული მიმართულებით განვითარების საშუალებას მისცემს.სასწავლო კურსი 30-მა მოსწავლემ წარმატებით გაიარა. დღეს ბოლო ლექციაზე რობოტიკის,პროგრამირებისა და ინჟინერიის მიმართულებით კურსდამთავრებულებს შორის კონკურსიგაიმართა, გამარჯვებულები მედლებით დაჯილდოვდნენ.კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი 30-ვე მოსწავლეს ბოლნისისმუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისუფროსმა, გიორგი საცკოვმა, Pascal STEAM Community-ის წარმომადგენლებთან ერთადგადასცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება