fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საგანმანათლებლო-
სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი
წელი მიულოცა

ქვემო ქართლის რეგიონში,
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე
ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან
ერთად საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“
ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის
მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები გადასცეს. დღის ცენტრის ბენეფიციარები
კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საახალწლო ღონისძიებით
დახვდნენ.
საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009
წლიდან ფუნქციონირებს. დღის ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს
მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.
„საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს
დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ და მათ საახალწლო ნობათი გადავეცით.
მსურს, თითოეულ ბენეფიციარს ბედნიერი ახალი წელი ვუსურვო. ადგილობრივი
თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში
თანასწორი და ადაპტირებული გარემოს შექმნაა, ჩვენ შშმ პირებისთვის არაერთი
სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, რომლებიც ბენეფიციარების
ინტერესებზეა მორგებული, აღნიშნული პროგრამების დახვეწას კი კვლავაც აქტიურად
გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება