ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ახალგაზრდული საბჭოს განახლებულ შემადგენლობასთან პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მერმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდული საბჭოს როლს. მისი თქმით,  ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. განახლებული საბჭოს მეშვეობით მათ საშუალება ექნებათ, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკისა და საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრაში.

ამასთანავე, ზამურ ჭითანავამ, შეხვედრის მონაწილეებს ქალაქში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი ხედვები გააცნო. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალაქის ცენტრალური ქუჩის მასშტაბურ განახლებასა და ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობის აუცილებლობაზე, რაც ბოლნისს კიდევ უფრო თანამედროვე და მიმზიდველ იერსახეს შესძენს.

ახალგაზრდების ხელშეწყობისა და ეფექტიანი საქმიანობისთვის, სივრცე, სადაც პირველი შეხვედრა გაიმართა, უახლოეს მომავალში სრულად გადაეცემა ახალგაზრდულ საბჭოს. აღნიშნული ინფრასტრუქტურა გახდება სამუშაო ადგილი, სადაც საბჭოს წევრები ახალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას შეძლებენ.

შეხვედრას ზამურ ჭითანავასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება