ბოლნისის თეატრში სპექტაკლის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ პრემიერა შედგა
4 ივნისს ბოლნისის თეატრმა საპრემიერო ჩვენება გამართა. თეატრის სცენაზე ლაშა
თაბუკაშვილის ცნობილი პიესა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ გაცოცხლდა, რომლის
რეჟისურა თეა შეყილაძესა და ლაშა ნოზაძეს ეკუთვნით.
პრემიერას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და
წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგი გასვიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის ხილვა მაყურებელს 5-6 ივნისსაც შეეძლება.