ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობისგანყოფილება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე
ზაბახიძესთან ერთად სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს
ქვემო ქართლის ცენტრის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ილია ჩანადირსა და სამხედრო
აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალიტეტის განყოფილების
უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ მამულაშვილს, შეხვდა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, შეხვედრის
ფარგლებში, ასევე, ყურადღება გამახვილდა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების
სისტემის მნიშვნელობაზე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სამხედრო უწყების
წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი, გიორგი გასვიანი, ესწრებოდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება