ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ  140 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

სააღდგომო ნობათის მომზადების პროცესში, ტრადიციულად, კომპანია „სავანეთი“ ჩაერთო. სასურსათო ნობათი ჯამში 140 ოჯახს გადაეცა, რომელთა შორის იყვნენ შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება