2025 წელს ქალაქ ბოლნისში დიმა ლაზარეიშვილის, თამარ მეფის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისადა ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამოშეჩერდა. მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ობიექტებზე დარჩენილიინფრასტრუქტურული სამუშაოები წელს გაგრძელდება. უკვე ჩატარდა ინვენტარიზაცია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელიპროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება,რომელთა ჯამური ღირებულება 1 355 683 ლარს შეადგენს.