ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო

მარნეულის ცენტრალური სტადიონის საკონფერენციო დარბაზში კლუბისწარმომადგენლებმა საზოგადოებას მიმდინარე სპორტული სიახლეები და სამომავლოგეგმები გააცნეს, რომლის შემდეგაც ,,სიონის“ ახალი მწვრთნელი, უჩა სოსიაშვილი,საფეხბურთო გუნდის კაპიტანი და ახალწვეულები წარადგინა.ზამურ ჭითანავამ საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს,ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს საიუბილეო თარიღი მიულოცა დაწარმატებული საფეხბურთო სეზონი უსურვა.ღონიძიების დასასრულს, საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ წარმომადგენელმა ბოლნისისმუნიციპალიტეტის მერს, ზამურ ჭითანავას, მხარდაჭერისა და თანადგომისათვისმადლობა გადაუხადა და „სიონის“ სამახსოვრო მაისური გადასცა.ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთანერთად მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, ბოლნისისმუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე, კომპანია ,,არემჯის“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, ზურაბ დევდარიანი დაკლუბის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება