ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერისპროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები გრძელდება

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, საკრებულო
თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად სოფელ ტანძიის, სენების,
ბერთაკარისა და იწრიის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს
გაეცნო.
მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული პროექტები მიმდინარე წლის
ბოლომდე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით
განხორციელდება.
მოქალაქეებთან შეხვედრებს, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება