fbpx

ბოლნისის მერი სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სახალხო დამცველის
აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს, გიორგი ტალახაძეს და
ქვემო ქართლში სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში
ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, მუნიციპალური
პროგრამები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
შეხვედრაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის
დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება