fbpx

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გამწვანების აქცია მოეწყო

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გამწვანების აქცია მოეწყო
ბოლნისის კულტურისა და დასვენების ისტორიულ პარკში, გამწვანების აქციის
ფარგლებში, 75 ძირი კავკასიური ფიჭვი და 2 ძირი ნეკერჩხალი დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად მიიღო.
„ქალაქ ბოლნისში გერმანელების გაშენებულ პარკს გამორჩეული ადგილი უკავია. ამ
ისტორიული პარკის მოვლა და განახლება ადგილობრივი ხელისუფლების
პრიორიტეტია. დღეს კულტურისა და დასვენების პარკში ფიჭვის ჯიშის ხეები
დავრგეთ. გამწვანების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ
ყველა პარკში პერიოდულად მოეწყობა და ვფიქრობ ეს ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება