fbpx

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ,,უგას თასის“ ფინალი გაიმართა

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ახალგაზრდა ფეხბურთელის ლევან
უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ,,უგას თასის“ ფინალი გაიმართა
ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ტურნირი
მინი ფეხბურთში „უგას თასი“ მოეწყო. „უგას თასის“ დასკვნით მატჩში ერთმანეთს
გუნდები „ძველი სკოლა“ და კაზრეთის „კაზრეთი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული ორი
ტაიმის შემდეგ, გამარჯვება გუნდს „ძველი სკოლა“ ერგო.
ფინალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, ტურნირის ფინალურ
მატჩზე იმყოფებოდა ლევან უგულავას მამაც.
ჩემპიონ გუნდს ტურნირის გარდამავალი თასი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა
გადასცა. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ფულადი პრიზებითაც
დასაჩუქრდნენ. შეხვედრის ბოლოს ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული
ფეხბურთელებიც გამოვლინდნენ. ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის,
ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ორგანიზებით და კომპანია
,,არემჯის’’ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.
“მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ბოლნისელი
ფეხბურთელის ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ,,უგას თასის”
ფინალს დავესწარი. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაცია პრიორიტეტულია და ყოველთვის ვცდილობთ ასეთი ტურნირები და
ღონისძიებები ხშირად ჩავატაროთ. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონობას და
მომავალში კიდევ არაერთ წარმატებას ვუსურვებ მათ”, – განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება