fbpx

„ბოლნისის კლასიკური მუსიკის ფესტივალი“ სიმფონიური მუსიკის კონცერტითდაიხურა

ფესტივალის დასკვნით დღეს კონსერვატორიის სტუდენტურმა ორკესტრმა მსმენელებს
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი N3 და სიმფონია N1 შესთავაზა.
ბოლნისის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი
დაესწრო.

ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა და ხუთი დღის განმავლობაში მსმენელს
მრავალფეროვანი პროგრამის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ
ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო ახალგაზრდული კონფერენცია და ვორქშოპი
სადირიჟორო ხელოვნებაში.

„ბოლნისის მუსიკალური ფესტივალი“ ახალგაზრდა მუსიკოლოგთა ასოციაციის მიერ,
დირიჟორ გიორგი პაპიაშვილის ინიციატივით ჩატარდა. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი
და დამფუძნებელი კი ბოლნისელი კომპოზიტორი ლევან ქუქჩიშვილია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება