fbpx

ბიჭო, შენ ხალხი დებილი ხომ არ გგონია?!- ხათუნა ხოფერია ვიქტორ ყიფიანს

აი, კიდევ ერთმა კუმ გამოყო ფეხი!…წერს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ივანიშვილის ყოფილ ადვოკატ ვიქტორ ყიფიანზე.


“ვახ, რა “ სტრანნი” დასაწყისია.
ქართველები, თავის პირველ პოლიტიკურ განაცხადს, ზოგი ზუგდიდიდან, ზოგი ფილარმონიიდან, ზოგი ერეკლეს სასახლიდან და ზოგი სტადიონიდან აკეთებდა. ამ ვიღაც ყიფიანმა, ეგრევე სომხური პლატფორმიდან დაიწყო, ელიი…)))))
თან ეგრევე კობახიძეს ეტაკა. პოლიტიკური მზაობა დაუწუნა. ოპონენტებთან კორექტულობის დონე არ მოუწონა…))))..
ბიჭო, შენ ხალხი დებილი ხომ არ გგონია?!…
კობახიძე, ოხანაშვილი, პაპუაშვილი… რამდენჯერ გაგვიტარებია კრიტიკის კი არა და, დაპირისპირების ქარცეცხლში… მაგრამ, … აი, ეს მაგრამ არის ის, რასაც შენ ყურადღება არ მიაქციე, ჯიგარო!
ამ ბიჭებმა, მართლაც ნასწავლმა და განათლებულმა პოლიტიკოსებმა, უკვე დიდი გამოცდილება მიიღეს. ისინი ბევრჯერ მოატყუეს და სილაც გააწნეს და საბოლოოდ, პრემიერთან ერთად, ერთი გუნდი შექმნეს! დიახ, ბიძინას ნდობით და მხარდაჭერით აღჭურვილი გუნდი…
ჰო და, დღეს, როცა ომის პარტიები გვიტევენ, როცა გაზაფხულისა და ზაფხულის მიჯნაზე მეორე ფრონტის გამოცხადებას გვიანონსებენ, ჩვენ, ქართველები, უბრალოდ, ამ ქვეყნის შვილები, სწორედ ამ გუნდის და ჩვენი მართალი კაცის, ჩვენი პრემიერის იმედად ვართ! მათთან ერთად ვიცავთ მშვიდობას ჩვენ სამშობლოში!
გაიგე, ჯიგრიკ, რას ვამბობ?…
ჩემო მეგობრებო, კარგად მოუსმინეთ ვინმე ყიფიანის ინტერვიუს რუსულ- სომხური აქცენტებით!!!
ჩვენზეც ამბობს ერთ- ორ “ შუტკას”…
არ ვართ მისი “ სიმწიფის” მოსაწონები…))))))
დანარჩემზე მერე!
ისე, ხმები რომ დაირხა, ყიფიანს პრემიერად ამზადებს ბიძინაო, ეგეც სომხური რადიოს გავრცელებული მგონია!
სტიდნო დაააა,…. ცავატანემ!”….წერს ხათუნა ხოფერია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება