fbpx

ბიძინა! 2005-2006 წლებში, გელაშვილის ცემის მერე შენი ვოლსკი მიშას მინისტრის მოადგილე იყო-დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის პასუხობს.

„ იმედი“ თურმე რესპების გაშავებითაა ახლა დაკავებული. უმუშავიათ ბევრი. ეს საზიზღარი ძმები, პარტიის განცხადებები, პრუსტიც კი ახსენა გორგილაძემო….

ხო გეუბნებით, „რესპუბლიკა ეტერნა“.

რაო, ბიძინა (ლაშა, შალვა და სხვა), ინტელექტუალურად გიჭირთ, ხო?

უკრაინაზე ჩვენმა განცხადებამ გაგაცოფათ და ვალერი გელაშვილის ცემაზე იგივე პოზიციაზე რომ ვართ, სააკაშვილის ხელისუფლება რომაა პასუხისმგებელი, ახლაც რომ ვამბობთ ამას მიუკიბ- მოუკიბავად, ამან უფრო, ხო?

ბიძინა! 2005-2006 წლებში, გელაშვილის ცემის და მერე პარლამენტიდან გაგდებისას შენი ვოლსკი მიშას მინისტრის მოადგილე იყო, ახლა შენია (მისი მინისტრიანა). შენ თითონ მიშასი იყავი, შენი კალაძეც და მთელი ქართუ, ახლა რომ მთავრობაში გყავს…

ხმა არ ამოგიღია გელაშვილზე თავდასხმაზე, იქნებ, მოიწონე კიდეც.

სააკაშვილის ხელისუფლების ზეობის ჟამს ჩვენ მის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობდით.

ნუ გვეჭიმები ერთი, ნურც წესიერებაში და ნურც კვალიფიკაციაში, ნურც სითამამეში….შე ვირუსით დამფრთხალო“, – წერს დავით ბერძენიშვილი

გაუზიარე!

Shares