fbpx

ბიძინა ივანიშვილმა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის სამძიმარზე მეუღლესთან, ეკატარინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 7 თებერვალს გარდაიცვალა.

ვაჟა აზარაშვილმა 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.

მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება