fbpx

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

ბიძინა ივანიშვილის  რეზიდენციასთან, სადაც მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტები აქციას მართავენ დაპირისპირებაა.

სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა კედელზე წარწერის – “მკვლელებო” გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

„მოვედით, რომ ჩვენი პროტესტი გამოგვეხატა. წარწერები შედის გამოხატვის თავისუფლებაში, მითუმეტეს, ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის. არანაირ კანონს არ ვარღვევთ, მაგრამ წინააღმდეგობა მაინც გაგვიწიეს, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შევძელით. როგორ კი კედლისკენ დავიძარით, ამას მათი მხრიდან მყისიერი ძალადობა მოჰყვა. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პოზიცია“,-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა ფარულავამ.

აქტივისტები სამართალდამცველებს მიმართავენ სიტყვებით: “მონებო”.

მანამდე სამოქალაქო აქტივისტებმა გზის სავალ ნაწილზე შემდეგი შინაარსის წარწერები დატოვეს: „ბერას მონებო“, „ბერა კრიმინალია!“.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ტელეკომპანია “პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება და მათი თანამდებობიდან გადადგომა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება