fbpx

ბიძინა გიორგობიანი რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე: ძალისმიერი მეთოდების სცენარი უკვე აღარ მუშაობს – ცივილურ სახელმწიფოებში პოლიტიკური საკითხები ასე არ წყდება

ძალისმიერი მეთოდების სცენარი უკვე აღარ მუშაობს, ეს 90-იანი წლების სცენარები, რომ ბევრი ხალხი სადღაც უნდა შევარდეს, ეს ის ეპოქა აღარ არის. ცივილურ სახელმწიფოებში პოლიტიკური საკითხები ასე არ წყდება, – ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„სახელმწიფო დაწესებულებების შტურმებისკენ მოწოდება ან განხორციელება აბსოლუტურად არალეგიტიმური და არაპერსპექტიულია. ის ვერ გამოიწვევს ვერანაირ მხარდაჭერას. მინდა აღვნიშნო კელი დეგნანის პოზიტიური და კონსტრუქციული დამოკიდებულება. დემოკრატია არ ცნობს ასეთ ძალისმიერ მეთოდებს, რომელსაც იგივე მელია წარმოსახავს როგორც თავიანთი პარტიის ერთადერთ სამოქმედო გეგმას, ეს სცენარი გამორიცხულია. ამას ვერ განახორციელებენ, მაგრამ რომც შეეცადონ, მხარდაჭერას ვერ იპოვიან ვერც შიგნით და ვერც გარეთ“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება