fbpx

ბიძაა თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს…

სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა, ყველა არის ჩარეული იმაში, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ჩაიფარცხოს:

„ჩვეულებრივად ხდება მტკიცებულებების განადგურება, ის ადგილი დაწვეს… ბიძაა თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია იმ „კაწროსთან“, რომელიც ბერას ძალიან ახლობელია. ასევე, ეს ბანდა, რომელიც მათი ბანდაა. ასეთივე ბანდა ჰყავს ივანიშვილის ძმას, რომელსაც არჩევნებზე იყენებს, გაკრიმინალებული სპორტსმენების ბანდა და ციხიდან გამოშვებული პირები, რომელთა ამოცანაა ყველა დაატერორონ, დააშინონ და ა.შ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება არ მივაქციოთ და მერე ნორმალური პროკურორი დაინიშნოს“

გაუზიარე!

Shares