fbpx

ბილ გეიტსი – შემდეგი პანდემია შესაძლოა 10 ჯერ უფრო უარესი იყოს, ვიდრე ამჟამინდელი

მაიკროსოფტის დამფუძნებელმა და ქველმოქმედმა ბილ გეიტსმა თქვა, რომ შემდეგი პანდემია შესაძლოა 10 ჯერ უფრო უარესი იყოს, ვიდრე ამჟამინდელი და დაამატა, რომ მსოფლიო მზად არ არის მომდევნო პანდემიისთვის.

ბიზნესმენის თქმით, პანდემიები ახლა ისეთივე ნორმად იქცა, როგორც მიწისძვრები და ტორნადოებია. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ის გაოცებულია, პანდემიის განზრახ დაწყებასთან დაკავშირებული ათასობით “გიჟური” შეთქმულების თეორიების არსებობით.

მსოფლიო მზად უნდა იყოს შემდეგი პანდემიისთვის, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო საშიში იყოს, ვიდრე ამჟამინდელია – ამის შესახებ ბიზნესმენმა გერმანულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა.
ამასთან, ის აღფრთოვანებულია ვაქცინის შემუშავების პროცესში მიღწეული სამეცნიერო პროგრესით.

გეიტსის აზრით, მომდევნო 5-10 წელში მატრიცული რიბონუკლეინის საფუძველზე შექმნილი ვაქცინების განვითარება უფრო სწრაფად და იაფად მოხდება. მათი მასშტაბირება და შენახვა იქნება უფრო იოლი, რაც გააჩენს შესაძლებლობებს აივ-ინფიცირებისა და მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესაქმნელად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება