fbpx

“ბიზნესს არ ვურჩევდი ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს”- ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესის წარმომადგენლებს ურჩევს, რომ ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით არ ესაუბროს.

მინისტრი ხაზს უსვამს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე მთავრობის გადაწყვეტილება პროტესტისა და ზეწოლის შედეგი არ არის.

“ზოგადად ბიზნესს არ ვურჩევდი ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს. ის, რომ ჩვენ ახლა თანდათან შემსუბუქებას ვაკეთებთ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის რაიმე სახით ჩვენზე ზეწოლის შედეგი, არამედ ეს ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯებია, რაზეც წინასწარ განვაცხადეთ.

ჯერ კიდევ 25 იანვარს შედგა მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, სადაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს. სწორედ ასეც მოვიქეცით,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსნებთ,  პარლამენტის წინ სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლებმა აქციას დღეს გამართეს. აქტივისტების განცხადებით, ხელისუფლებამ COVID-19-ისგან დაცვის საბაბით, ისინი შიმშილისთვის გაწირა. მოძრაობა სახელწოდებით “სოცაფეთქება” შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობით იმუქრება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება