რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის – დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის – ანატოლი ბიბილოვის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კრემლში არანაირი ზომები არ მიიღება, მათ შორის, არც იურიდიული.
„ვერანაირ პოზიციას ვერ დავაფიქსირებ, ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ განხორციელებულა. მაგრამ, ამავე დროს, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნების გამოხატვაზე და მას პატივისცემით ვეპყრობით“, – განაცხადა პესკოვმა